აქტუალური

ჩვენი ასოციაციის ცხოვრებიდან:

ასოციაცია “აინუნგი”–ს ვიცე–პრეზიდენტის ალექსანდრე ფელდმაიერის და გამგეობის ორი წევრის – იულია ტოლიკოვას და მარინე ბზიკაძის ალმატიში 2018 წლის იანვარში ორგანიზაცია “ვიდერგებურტ”–ში ვიზიტი გერმანიის შსს–ს მხარდაჭერით.

http://daz.asia/blog/georgiens-deutsches-erbe/

***

2018 წლის 16 დეკემბერს ასოციაცია “აინუნგში” გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა საშობაო დღესასწაული. ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა “აინუნგი”-ს და საქართველოში ევანგელურ–ლუთერული ეკლესიის მრევლის წევრებმა. სტუმართა შორის იყო საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე ბატონი ფაბრი, საქართველოს ომბუდსმენის წარმომადგენელი, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ბექა მინდიაშვილი, თბილისის საკრებულოში ეროვნული უმცირეცობების საბჭოს თავმჯდომარე ქ–ნი რიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისის საკრებულოსთან აღსებული მეგობრობის სახლის ხელმძღვანელი ქ–ნი ნანა ნიკოლაძე, ოსური დიასპორის ხელმძღვანელი ბ–ნი თენგიზ გაგლოევი და აგრეთვე საქართველოს ეროვნული უმცირეცობების სხვა წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ევანგელურ–ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი სამსახურეობრივი მიზეზების გამო ვერ დაესწრო ჩვენს დღესასწაულს, მაგრამ ჩვენ მოხარულნი ვიყავით ჩვენს სტუმრებს შორის ვიხილოთ პასტორი ვიქტორ მიროშმიჩენკო. 

საშობაო დღესასწაულზე ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი საბავშვო წრეების მუშაობის შედეგები, ასოციაციის ახალგაზრდა წევრმა რუსთავიდან საშა შუბინ–ფრიჩმა (20) შეასრულა ნაწარმოებები ფლეიტაზე, მიშა იაშვილმა (16) კი ფორტეპიანოზე.    

რუსთავის ლუთერული ეკლესიის მრევლის გუნდმა კარგად შეასრულა სიმღერები. ასოციაციის ბავშვებმა გერმანულ სამოსში იცეკვეს, შეასრულეს საშობაო სიმღერები და წაიკითხეს გერმანული ლექსები. ასოციაციის წევრებმა მოამზადეს გლინტვეინი და გამოაცხეს გერმანული ნამცხვრები. მაგიდებზე იყო წითელი და თეთრი ღვინო ასურეთიდან (ელიზაბეტტალი).

* * *

FUEN-ის სემინარი “უმცირესობები კავკასიაში” 2018 შლის 10–12  დეკემბერს თბილისში:

https://www.fuen.org/de/news/einzelansicht/article/political-participation-and-dialogue-were-the-focus-of-fuens-minorities-in-the-caucasus-seminar/

* * *

2017 წ. ევროპული გერმანული სათვისტომოების ორგანიზაციამ შეჰქმნა გერმანული ეროვნული უმცირესობებისადმი მიძღვნილი გადატანითი გამოფენა, რომელიც ეძღვნება უმწირესობების ცხოვრებას, მათ წარსულს და ტრადიციებს, იგი მოგვითხრობს მათ დღევანდელ საქმიანობაზე, პროექტებზე, რომლებიც მხარდაჭერილია გერმანული ევროპული  უმცირესობების ორგანიზაციის მიერ. გამოფენა ეძღვნება მათ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებებით (კულტურა, ენა, განათლება, რელიგია, გადასახლება, მუშაობა ახალგაზრდობასთან და მედიასთან და ა.შ.). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო “აინუნგი”–ს ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე ფელდმაიერმა. 2019 ან 2020 წელს იგეგმება გამოფენის ჩვენება თბილისში.

https://agdm.fuen.org/wanderausstellung/

* * *


მონაწილეობა FUEN -ის კონგრესში ქალაქ კლუჟ–ნაპოკაში (უნგრელების ცენტრი რუმინეთში).

https://www.fuen.org/news/events/mx27-event-fuen-congress/

* * *

მონაწილეობა FUEN -ის კონგრესში ბერლინში (2018).

https://www.fuen.org/ru/novosti/single/article/27th-annual-meeting-of-the-working-group-of-german-minorities-agdm-in-berlin/

* * *

აღდგომის დღესასწაული “აინუნგი”–ს ოფისში, 2018.

* * *

გარი აუგსტის წიგნის “საქართველოში გერმანელების 200 წლიანი ცხოვრების
ისტორიის საკითხები”  პრეზენტაცია საქართველოს საპარლამენტო
ბიბლიოთეკაში 2018 წლის 21 მარტს.

* * *

მონაწილეობა კონრად ადენაუერის ფონდის სემინარში გერმანული სათვისტომოებისათვის, ოდესა, 2017.

http://deutsche.in.ua/de/news/international_partnership/nemeckie-menshinstva-kak-most.html

* * *

სტატია გერმანულ ჟურნალ “BEGEGNUNG”–ში დ–რ გარი აუგსტის ინტერვიუით:

1817 წელს საქართველოში პირველი გერმანული დასახლებების დაარსების 200 წლის იუბილესთან და 2017 წლის გერმანულ–ქართული მეგობრობის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით გერმანულმა ჟურნალმა “BEGEGNUNG” (“შეხვედრა”) 2019 წ. იანვრის ნომერში გამოაქვეყნა ჟასმინ სარა ბროკის და იოჰანა ბიოტგესის კარგად ილუსტრირებული სტატია “Wegweiser in die Zukunft” (“გზამკვლევი მომავალში”, გვ. 32), რომელშიც მოყვანილია ინტერვიუები, მათ შორის ასოციაცია “აინუნგი”-ს პრეზიდენტ გარი აუგსტთან. ჟურნალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე. 

https://www.auslandsschulwesen.de/SharedDocs/Downloads/Webs/ZfA/DE/Publikationen/BEGEGNUNG/BEGEGNUNG_2019_1.pdf;jsessionid=8DECC5235F563952E6F94807E4D844C0.intranet251?__blob=publicationFile&v=6

* * *

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის  ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. მრავალი წლის განმავლობაში16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან (ომბუდსმენთან) არსებული  ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სხდომაზე ანიჭებენ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის ტოლერანტობის ქომაგის წოდებას შემდეგ ნომინაციებში: 2 წოდება საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; 2 წოდება საქართველოს მედიის ორგანიზაციებს; 2 წოდება პერსონალურად საზოგადოებრივ მოღვაწეს. 

დაჯილდოება  იმართება საზეიმოდ დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით.

2018 წელს ეს წოდება მიენიჭა საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგი”-ს პრეზიდენტს ბატონ გარი აუგსტს

* * *

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ასოციაციაში 2018 წლიდან დაიწყო  მუშაობა ბავშვებთან სხვადასხვა წრეებში. თბილისში მუშაობენ ხატვის და მუსიკის, რუსთავში კი – ხატვის და გამოყენებითი ხელოვნების შემსწავლელი წრეები. 4 თვის  (2018 წ. სექტემბერ–დეკემბერში) განმავლობაში მიღებულია პირველი დადებითი შედეგები. ბავშვები სწავლობენ გერმანულ სიტყვებს შესაბამისს თემებში. წრეები უპირველეს ყოვლისა შეიცავენ გერმანულ ეთნიკურ ელემენტებს – ბავშვები ხატავენ შვაბურ საცხოვრებელ სახლებს, ლუთერულ ეკლესიას, სწავლობენ გერმანულ სიმღერებს. ასოციაცია “აინუნგი”–ს ხანდაზმული წევრებისთვის საშობაო დღესასწაულზე წრეების მონაწილეებმა გაალამაზეს ოფისის ოთახები. საშობაო საერთო დღესასწაულზე 2018 წელს გაიმართა წრეების მუშაობის შედეგების პრეზენტაცია. წრეების ხელმძღვანელები არიან გამოცდილი სპეციალისტები.  ამ პროექტის ფინანსური მხარდაჭერისათვის ჩვენ ვუხდით მადლობელს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვთხოვთ მის გაგრძელებას 2019 წელს.

* * *

წლების განმავლობაში ასოციაცია “აინუნგი”–ს ოცნება იყო გამოეცა თავისი მხატვრების ნამუშევრების კატალოგის გამოცემა. ახლა კატალოგი დაბეჭდილია და მასთან გაცნობა შესაძლებელია ინტერნეტშიც.

ასოციაციის “აინუნგი”–ს მხატვრების კატალოგი:
https://drive.google.com/file/d/1hZLsPR26kuNF7sJaS03NH7mZbhqo_Gaj/view

საქართველოში ტრადიციულად მოღვაწეობდა მრავალი გერმანელი მხატვარი, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ქართველი მხატვრული სკოლის ჩამოყალიბებაზე. პროექტის მიზანია იმ გერმანული წარმოშობის მხატვრების პოპულარიზაცია, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მრავალ გამოფენებში. ასოციაცია “აინუნგი” მადლობელია გერმანიის შინაგან სამინისტროსადმი და საქართველოში გერმანიის საელჩოსადმი ამ პროექტის ფინანსური მხარდაჭერისათვის.                                 

* * *

“პრახტ–ანსამბლი”–ს (ოდესა) კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროში (2016 წლის დეკემბერი).

http://deutsche.in.ua/de/cms/nemcy_v_ukraine/tvorcheskie_kollektivy/prachtlensemble.html

* * *

ტოლერანტობის დღეები (2015, 2016) თბილისის საკრებულოში:

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский