გერმანელი მუსიკოსები

თბილისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში გახსნილი იტალიური ოპერის ორკესტრის მუსიკოსები იყვნენ ჩამოსულნი გერმანიიდან. თბილისის მუსიკალურ სალონებს ხშირად სტუმრობდნენ გერმანიიდან ჩამოსული ცნობილი მუსიკოსები და კომპოზიტორები: ი. გოფმანი, გ. გალსტონი, ი. კრამერი, ი. ბერნსი და სხ. 1874 წელს თბილისში გაიხსნა კერძო მუსიკალური სკოლა, რომელშიც მრავალი გერმანელი პედაგოგი მუშაობდა. ამ სკოლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა თბილისის კონსერვატორია, რომელშიც 34 მასწავლებლიდან 12 იყო გერმანელი. მათ შორის იყო ბერლინის მუსიკალური აკადემიის და თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ფრანც კესნერი, რომელიც საგასტროლო მოგზაურობის დროს იყო თბილისში და აქ იქორწინა და დარჩა.


ფრანც კესნერი

შემდგომში მან მიიღო თბილისის საპატიო მემკვიდრეობითი მოქალაქის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს დიდი მედლით. მან დააარსა თბილისში პირველი პროფესიონალური კამერული ორკესტრი. მუსიკოსებს შორის უნდა აღინიშნოს აგრეთვე რუდოლფ კერერი, რომელიც სწავლობდა ფ. კესნერის მოწაფეებთან ერნა კრაუზესთან და ანა ტულაშვილთან.


რუდოლფ კერერი

1941 წელს ოჯახი იყო დეპორტირებული ყაზახეთში. მხოლოდ 1954 წლიდან მან განაგრძო სწავლა ტაშკენტის კონსერვატორიაში. 1962 წელს რ. კერერი გახდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ლაურეატი. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში.

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский