200 წლის ემიგრაციის იუბილის ზეიმობა ულმში

21-го Мая 2017 в городе Ульме состоялось празднование 200-летия переселения немцев на Юг России и на Кавказ.

Торжества были организованы федеральным союзом немцев из Росии (Bundesverband der Deutschen aus Russland e. V. (BVDR e. V.) под председательством Юрия Хайзера, а так же молодежно-студенческим союзом немцев из России (Jugend- und Studentenring der Deutschen aus Russland e. V. (JSDR e. V.), под председательством Юлии Ивакин и Щалдемара Вайца. Ассоциация немцев Грузии Айнунг была пердставлена президентом Ассоциации Д-р. Гарри Аугстом.

Этому событию мы посвятили отдельную фотогалерею:
http://einung.org.ge/webgalerie_200_jahre_ulm/

Во время торжеств под руководством Гарри Аугста был снят фильм, который Вы можете посмотреть тут:
Фильм про празнование 200-летнего Юбилея (22 минуты)

В честь юбилея была торжественно открыта памятная доска, на которой изображен нелёгкий путь переселенцев, а также их первые колонии, в том числе и в Грузии.


Подробное сообщение для прессы со стороны организаторов (в переводе) Вы можете прочитать здесь: Сообщение для прессы

В рамках программы Гарри Аугст произнес перед исторической городской стеной города Ульма (на немецком языке) речь от имени немцев Грузии:

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

ჩვენთვის  დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

200 წლის წინ ჩვენი წინაპრები აქედან გაემგზავრნენ ძალიან შორეულ მოგზაურობაში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ უშიშარ კოლონისთებს, რომლებიც 1817 წელს სამხრეთ კავკასიისკენ გაემგზავრნენ.  რამდენად მამაცები იყვნენ ჩვენი წინაპრები – მათ ხომ კარგად ესმოდათ, რამდენად საშიში იყო იმ დროს ასეთი მოგზაურობა.

ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი იყო გარკვეული რელიგიური მიზეზები და აგრეთვე უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გერმანიაში იმ დროს. ისტორიკოს ევა მარია აუხის  თქმით, ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი, გამოკითხვების თანახმად,  მომავალი კოლონისტების 53% ასახელებდა იმ დროს გამეფებული სიღატაკისა და 25% ასახელებდა რელიგიურ მოტივებს.  რუსეთის იმპერიის მხრიდად გერმანელების მოწვევის ორგანიზატორი იყო გენერალი ერმოლოვი.

გარდა ამისა, იყო იმ დროს კიდევ ერთი საფუძველი ჩვენი წინაპრებისათვის წამოსულიყვნენ და ეძებნათ ბედნიერება სანხრეთ კავკასიაში. ეს იყო ე.წ. “ვულკანური ზამთარი” ევროპის დიდ ნაწილზე, რომელიც იყო შედეგი 1815 წელს ინდონეზიაში ვულკან “ტამბორა “–ს ამოფრქვევისა. ამ  გიგანტური ამოფრქვევის შედეგად ვულკანური ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი ჩამოეკიდა დასავლეთ ევროპის, და, კერძოდ, გერმანიის თავზე. ამის შედეგად  1816 წელს საერთოდ არ იყო მოსავალი. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მეცნიერებმა გამოარკვიეს, რამ გამოიწვია ეს მოვლენა. იმ დროს კი ეს აღიქმნებოდა, როგორც სამყაროს დასასრულის მომასწავებელი.

საქართველოში გერმანელებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი. მათ შემოიტანეს ევროპული ღირებულებები, დანერგეს ტექნოლოგიური და სამეურნეო სიახლენი.  აგრეთვე მათ შემოიტანეს გერმანული ენა და კულტურა კავკასიაში. დამოკიდებულება  გერმანელებისადმი და გერმანიის მიმართ ქართულ საზოგადოებაში ძალინ კარგია. ეს მნიშვნელოვან ნაწილად განაპირობა ჩვენი გერმანული სათვისტომომ, რომელიც უკვე 200 წელია ცხოვრობს საწართველოში.

1991 წელს ჩვენ დავაარსეთ საქართველოს გერმანელთა ასოციაცია  “აინუნგი”. ასოციაცია “აინუნგი” არის FUEN–ის წევრი (ევროპული ეროვნული უმცირესობების კავშირი), იღებს მონაწილეობას გერმანული გაერთიანების სამუშაო კავშირში (AGDM) , არის თბილისის საკრებულოსთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

ჩვენი  ასოციაცია რომ  დაარსდა, ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა, რამდენად დიდი წვლილი  შეიტანა გერმანელების სათვისტომომ სამეურნეო, კულტურულ, მეცნიერულ და პოლიტიკურ განვითარებაში.

ტოტალიტარული რეჟიმის მიერ  ისტორიის მრავალი დამახინჯების  მიუხედავად, ჩვენ შევძელით მრავალი ფაქტების დადგენა საქართველოში გერმანელების ისტორიიდან. რაც მეტს ვმუშაობთ, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს ძალიან მაღალი თამასა.

მრავალი ცნობილი არქიტექტორი, მეცნიერი, მწერალი, მეურნე მიეკუთვნებოდა გერმანულ სათვისტომოს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე ჰერმან აბიხი. მას სთვლიან კავკასიის გეოლოგიის მამად. იგი 30 წელზე მეტი  დროის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში და შეადგინა კავკასიის უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული და გეოლოგიური რუკები. ძალიან დიდი როლი ითამაშა ფირმა სიმენსმა, რომელიც ინ დროს კავკასიაში მოღვაწეობდა. სიმენსების ორი ძმა ცხოვრობდა თბილისში და ორივე დაკრძალულია თბილისში. აგრეთვე სხვა ძალიან ნიჭიერმა გერგანელმა ინჟინერმა,   ექიმმა და  ხელოვანმა შეიტანეს თავისი წვლილი საქართველოს განვითარებაში.

ამის დამოუკიდებლად ჩვენ მოგვიხდა ძალიან დიდი ბრძოლა იმისათვის , რომ ჩვენ გერმანელებმა მიგვეღო მიყენებული ზარალის კომპენსაცია.

ვინაიდან ჩვენი ეთნიკური ჯგუფი შედარებით მცირეა, ეს საკითხი კომუნისტური დიქტატურის სხვა მსხვერპლებთან უნდა განიხილულიყო. კერძოდ, ჩვენი საკითხი ძალიან მძიმე თურქ–მესხების საკითხთან ერთად განიხილებოდა, რაც, ცხადია, აძნელებსა ამ საკითხის გადაწყვეტას. 1997 გამოვიდა კანონი მორალური კომპენსაციების დაპირებით. მაგრამ ის არ შესრულდა. მხოლოდ ძალიან დიდი ბრძოლის შემდეგ 2014 წელს გამოვიდა გაუმჯობესებული კანონი.

ჩვენმა ასოციაციამ ამის გადასაწყვეტი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამას თან ახლდა მრავალი დისკუსია და სატელევიზიო გამოსვლები.

ჩვენი ასოციაციის ინიციატივით, თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ქალაქ თბილისის ერთ–ერთ ქუჩას ქალაქის ცენტრში თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის სახელი მიენიჭა.

მე მინდა მოკლედ კიდევ ერთ ეპიზოდს შევეხო საქართველოს ისტორიიდან, რომელშიც ჩვენმა სათვისტომომ შეასრულა გადამწყვეტი როლი.

ეს  იყო 1918 წელს, ბრესტის ზავის შემდეგ. ზავის თანახმად, აჭარა ბათუმთან ერთად უნდა გადაცემოდა თურქეთს. თურქეთმა ეს არ იკმარა. მათ უნდოდათ საქართველოში უფრო ღრმად შესულიყვნენ. 1918 წლის ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გერმანიამ აიღო თავის თავზე საქართველოს დაცვა. მაგრამ იმ დროისათვის საქართველოში არ იყვნენ გერმანული ჯარები.

ჯარების ჩამოსვლამდე საქართველოში მცხოვრებ გერმანელებს ჩააცვეს გერმანული სამხედრო ფორმა და განათავსეს ისინი აჭარის საზღვართან. თურქმა სამხედეროებმა დაინახეს გერმანელები და არ გაუწიეს წინაამდეგობა მძლავრ პარტნიორს. ასე გადარჩა მაშინ საქართველო.

აქ მე მინდა გადაგიხადოთ მადლობა ყურადღებისათვის. კიდევ სხვა მრავალი საინტერესო ფაქტი საქართველოს გერმანელებზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებსაიტზე. იქვე ნახავთ მრავალ ლინკს ჩვენი საქმიანობის, სატელევიზიო გამოსვლების შესახებ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე.

გარი აუგსტი

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский