საქართველოში ეროვნული უმცირესობების ენობრივი პრობლემები

იმისათვის რომ დავგეგმოთ, ევროპაში ეროვნული უმცირესობების განათლება, სასურველია ჯერ გავეცნოთ პრობლემებს, რომლებიც იყო უზარმაზარ მრავალეროვნულ რუსეთის იმპერიაში და შემდგომ საბჭოთა კავშირში.

განსხვავებით ნებაყოფლობით შექმნილი ევროპის კავშირისგან რუსეტის იმპერია შეიქმნა მეზობელ ხალხების იძულებით დაპყრობით. ასე, ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმური ხალხების დაპყრობა მოხდა ხანგრძლივი ომების შედეგად. რაც ეხება საქართველოს, იგი მუსლიმ მეზობლებთან განუწყვეტელი ომების შედეგად იყო დასუსტებული და მიმართა რუსეთს მფარველობის თხოვნით. 1783 წელს საქართველოს მეფემ ერეკლე II გააფორმა “გეორგიევსკის ტრაქტატით” ცნობილი მეგობრული ხელშეკრულება, რომლის თანახმად საქართველოს მეფე უარს ამბობდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე და პირობას დებდა თავისი ჯარით ემსახუროს რუსეთს. თავის მხრივ, ეკატერინე II  უნდა  ეზრუნა საქართველოს ერთიანობისათვის, რომელსაც ენიჭებოდა სრული შინაგანი ავტონომია. ხელშეკრულების თანახმად ქართველი პრივილეგიური წოდების პირები უტოლდებოდნენ რუსეთის შესაბამისი წოდების პირებს.

            ხელშეკრულების თანახმად რუსეთი იღებდა ვალდებულებას დაეცვა საქართველო ომის შემთხვევაში და მშვიდობიანი მოლაპარაკების დროს მოეთხოვა ქართლ–კახეთის სამეფოსადმი ძველთაგან საქართველოს მფლობელობაში (და თურქეთის მიერ წართმეული) კუთვნილი ტერიტორიები. ერეკლე II 1800 წლის დეკემბერში გარდაცვალების შემდეგ პავლე I მოაწერა ხელი მანიფესტს საქართველოს რუსეთისადმი მიერთების შესახებ. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა საქართველოს რუსიფიკაწია, რომელმაც გამოიწვია მრავალი მღელვარება და აჯანყება.

            საინტერესოა აგრეთვე გერმანელი კოლონისტების ბედი საქართველოში. ეკატერინე II 1773 მანიფესტის თანახმად, სხვა სიკეთეების გარდა აღინიშნებოდა, რომ გადმოსახლებულებს ენიჭებოდა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება. გერმანულ დასახლებებში იყო სკოლები მშობლიურ ენაზე. დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობდა გერმანულ ენაზე. ზუსტი მექანიკოსების ვაისების, რომლებიც მუშაობდნენ ტიფლისის მეტეოროლოგიურ ლაბორატორიაში,  სამმა თაობამ მიიღო განათლება გერმანიაში. მაგრამ ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა ყველას არ ჰქონდა. ასე, სერგეი ვიტემ (შემდგომში გრაფ ვიტემ), რომელიც დაიბადა და იზრდებოდა ტიფლისში და იყო მსხვილი ჩინოვნიკის შვილი,

დაამთავრა ნოვოროსიისკის (ოდესის) უნივერსიტეტი. შემდეგ ვიტე გახდა რუსეთის იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. ალექსანდრე III–ს დროს დაიწყო ქვეყნის ძლიერი რუსიფიკაცია. გერმანული სკოლები შეცვალეს რუსულებით. საინტერესოა აღინიშნოს, რომ იმპერატორ ნიკოლოზ II შვილები სწავლობდნენ რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს და არ სწავლობდნენ გერმანულს.

            რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ბოლშევიკებს მოუხდათ იმპერიის კვლავ იძულებით აღდგენა. ვინაიდან საბჭოთა კავშირის მოსახლეობის უცხოელებთან კონტაქტები არ ითვალისწინებოდა, ამიტომ ასწავლიდნენ მხოლოდ უცხოურ ლიტერატურას და სალაპარაკო ენა არ ისწავლებოდა. ფაქტიურად იგივე პრინწიპით ისწავლებოდა ადგილობრივი ენები რუსულ სკოლებში. დღეისათვის ეს გამოსწორებულია.

            საინტერესოა აღინიშნოს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ენების მიმართ.

            უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსინოთ ამჟამად დავიწყებული ლინგვისტი აკადემიკოსი ნიკო მარი. წარმოშობით ის იყო ქართველი, ეს გვარი არის მისი მამინაცვალის. მან დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და შეიტანა დიდი წვლილი ქართულ და სომხურ ფილოლოგიებში და ითვლებოდა წამყვან ავტორიტეტად საბჭოთა ენათმეცნიერებაში. მან წამოაყენა იდეა, რომ ენების ერთობლიობა წარმოადგენს შევიწროებად კონუსს, ესე იგი ენების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდება. მაგრამ 1950 წელს გამოვიდა ი. სტალინის წიგნი “მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები”, რომელშიც ეს კონუსი იყო გადმობრუნებული, და რომ ენების რაოდენობა გაიზრდება. ეს იყო პოპულისტური იდეა. მაგრამ სავარაუდოდ ამ თემისადმი ყურადღების შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა ძლიერი ენათმეცნიერების სკოლა. ქართველმა ენათმეცნიერებმა შეიტანეს დიდი წვლილი ჩრდილოეთკავკასიის მრავალი ერის ენათმეცნიერებაში. სხვათა შორის, თბილისში იყო ძალიან პრესტიჟული გერმანული გიმნაზია, რომელშიც სწავლობდნენ ქართული ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენლები. სკოლა დახურეს 1937 წელს.

            საქართველოში, უპირველეს ყუვლისა თბილისში, კიდევ დიდხანს საბჭოთა წყობილების დროს ძალიან პრესტიჟულები იყვნენ რუსული სკოლები, რომლებშიც თითქმის თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი ბავშვები ქაღთულ, სომხურ და სხვა რუსულეროვან ეჯახებიდან. სავარაუდოდ, ამისათვის  იყო ორი ძირითადი მიზეზი: უპირველეს ყოვლისა, იყო ძველი ხელისუფლებისგან დარჩენილი ტრადიციები და შესაბამისად სწავლის უფრო მაღალი დონე, და მეორეს მხრივ, ეს იძლეოდა შესაძლებლობას რუსეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას და სამუშაოს რუსეთის ქალაქებში. საქმის წარმოება საქართველოს მრავალ დაწესებულებაში იყო რუსულ ენაზე. 1936 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, რომელიც იყო სუფთა დეკლარაციული, ოფიციალურ ენებათ ითვლებოდნენ რუსული მთელ ქვეყანაში და ყოველ რესპუბლიკაში თავისი ენა. სავარაუდოა, რომ 1978 წელს ახალი კონსტიტუციის მიზეზი იყო რესპუბლიკებში გაზრდილი ნაწიონალიზმი. საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტში ეწერა საბჭოთა კავშირში    შეიქმნა “ახალი ისტორიული ერთობლიობა – საბჭოთა ხალხი”. ამიტომ ახალი კონსტიტუწიის პროექტში ერთადერთ სახელმწიფო ენად საბჭოთა კავშირში ცხადდებოდა რუსული ენა. ამან გამოიწვია უდიდესი პროტესტი საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც ჰქონდა მრავალსაუკუნიანი ისტორია და კულტურა. მღელვარებამ მიაღწია ისეთ დონეს, რომ თბილისში შემოიყვანეს ჯარი. ხელისუფლება წავიდა დათმობაზე და საკავშირო რესპუბლიკებს კონსტიტუციებში შეიტანეს  რესპუბლიკების ენებიც.

            საბჭოთა საქართველოში იყო სომხური, აზერბაიჯანული და ოსური სკოლები, რომლებიც ახლა დარჩნენ პედაგოგიური კადრების გარეშე, რადგან შესაბამისი ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში აღარ არსებობენ.

            უმცირესობების ენების დაცვა ძალიან კარგად არის გადაწყვეტილი გერმანულ–დანიურ სასაზღვრო ტერიტორიაში. ბილინგვუალური სკოლების დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა როგორც გერმანიაში, ასევე დანიაში. საინტერესოა აგრეთვე გერმანული საგანმანათლებლო კომპლექსი ქალაქ პეჩში (Pecs) უნგრეთში, რომელიც უზრუნველყოფს ბილინგვუალურ განათლებას გერმანულ და უნგრულ ენებზე დაწყებულს საბავშვო ბაღიდან და დამთავრებულ უმაღლესი განათლებით.

ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო, სავარაუდოდ ყველაზე მისაღებია ბილინგვუალური განათლება ქართულ სკოლებში რამდენიმე საგნის სწავლებით უმცირესობის ენაზე. ეს მისცემს მათ საშუალებას შეინარჩუნონ თავისი ენა და იმავე დროს ინტეგრირებული იყვნენ საზოგადოებაში. 

 დოქტორი გარი აუგსტი

  • Deutsch
  • ქართული
  • Русский